რატომ იჯარა?

ჩვენ ვხვდებით რომბიზნეს მენეჯმენტი ამართლებს ნაწილი იმ მოწყობილობების და იარაღების ქონას რაც გჭირდებათ, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი რაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სანამ გადაწყვეტთ იყიდოთ თუ იქირქვოთ ეს იარაღები.

  • სარგებლიანობა  დაქირავების საშუალებით იღებთ ზუსტად იმ მოწყობილობას რაც გჭირდებათ თქვენი სამუშაოსთვის
  • შენახვის და მოვლის ხარჯებისგან გათავისუფლებამოვლის ხარჯები შედის მოწყობილობის ყოველდღიურ გაქირავებაში.
  • შემთხვევითი სამუშაო საჭიროებები დაქირავება არის სწრაფი და მარტივი პასუხი თქვენთვის საჭირო მოწყობილობისა და იარაღებისთვის.
  • გამოყენებადობა დაქირავებული მოწყობილობა გაძლევთ მრავალფეროვან შესაძლებლობას თქვენთვის შესასრულებელი სამუშაოებისთვის.
  • მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა დაქირავებულ მოწყობილობასთან დაკავშირებით არ არსებობს იძულებითი უმოქმედობა; ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ის რომ სწრაფად გამოცვალოთ მოწყობილობა და დაუბრუნდეთ თქვენს საქმეს.
  • კაპიტალის შენახვა მოწყობილობების დაქირავებით ზოგავთ თქვენს კაპიტალს უფრო მომგებიანი მიზნებისთვის.
  • ხარჯების გაკონტროლების სრულყოფა დაქირავება საშუალებას გაძლევთ იცოდეთ მოწყობილობის რეალური ფასი.
  • შესანახი ადგილის არანაირი საჭიროება ჩვენი გაქირავების პუნქტი არის თქვენი შემნახავი საწყობი.
  • სიძველის აღმოფხვრა მოწყობილობა მუდმივად იცვლება. თქვენი მოწყობილობის დაქირავება ნიშნავს იმას რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებული, თანამედროვე აღჭურვილობა რომელიც მზად არის გაუმკლავდეს უმძიმეს პირობებს.
  • ინვენტარის კონტროლის სრულყოფა არანაირი საჭიროება იმისა რომ იქონიოთ მარაგში სათადარიგო ნაწილები ან აქსესუარები. თქვენი გაქირავების ცენტრი ზრუნავს თქვენს პრობლემაზე. 

როდესაც თქვენს მოწყობილობებზე ან იარაღებზე მოთხოვნილებები გრძელდება წლის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ის. თუმცა თუ თქვენ ის გჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე საათი, დღე, კვირა, თვე ან სეზონი, მაშინ დაქირავება არის საუკეთესო საშუალება.

დაქირავების მიზეზები

ფინანსები

იმიტომ რომ საავტომობილე პარკის გამოყენება არ ხდება ყოველთვის

დაქირავება გეხმარებათ თავიდან აიცილოთ გადაჭარბებული ინვესტიციის, შენახვის და სხვა ხარჯების სიმძიმე. დაქირავება გეხმარებათ გქონდეთ მოწყობილობა მაშინ, როდესაც გჭირდებათ და არის უფრო ეფექტური ვიდრე თქვენი ქონების შესყიდვა და იმის ყურება თუ როგორ გაუფასურდება როდესაც აღარ გამოიყენება ისინი, ამგვარად უმჯობესდება თქვენი ბალანსი. გარდა ამისა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს ქირავნობის ფიზკალური მოტივები აგრეთვე!.

სერვისი

თქვენ იყენებთ მას როდესაც გჭირდებათ”.

დაქირავება უზრუნველყოფს თქვენ და თქვენს ბიზნესს მოქნილობით რაც საშუალებას გაძლევთ დაიქირავოთ მოკლე, საშუალო ან გრძლევადიანი პერიოდით მოწყობილობები. ჩვენს მომსახურებაში შედის გამოცდილი და კვალიფიცირებული პროფესიონალი პერსონალი რომლებიც სწორად შეგირჩევენ მანქანებს თქვენი სიტუაციების და დავალებების გათვალისწინებით. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ მანქანების ადგილზე შეკეთებას თქვენი ხარჯების შემდგომი შემცირების მიზნით.

ნორმები და რეგულირება

იყავით დაცული, აარიდეთ თავი რისკებს

ეს ინდუსტრია არის კარგად დარეგულირებული და გაკონტროლებული რაც გაძლევთ საშუალებას იყოთ მშვიდად. გარდა ამისა გარე რესურსების მოზიდვის პასუხისმგებლობა და იურიდიული ხარჯები ნიშნავს რომ თქვენი რისკები არის მინიმუმამდე დაყვანილი.