ჯეორენტი ლიდერია სამშენებლო ხელსაწყოების და მოწყობილობების გაქირავების მიმართულებით საქართველოს ბაზარზე. მსოფლიოში წამყვანი სამშენებლო კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იარაღების და მოწყობილობების დაქირავება არის უფრო მომგებიანი მათი საქმიანობისთვის ვიდრე მათი შეძენა და დამატებით შენახვის ხარჯების გაღება. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის იჯარა, თუმცა ვცდილობთ არ გავჩერდეთ განვითარების გზაზე და წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყიდვის საშუალება მივცეთ მომხმარებლებს.

ჯეორენტი საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს წამყვან ბრენდებს ბევრი მიმართულებით. კომპანიას 2 ბაზა აქვს თბილისში ხოლო ერთი ბაზა ბათუმში, რაც საშუალებას გვაძლევს ოპერატიული მომსახურება გავწიოთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკა ჩვენი მომხმარებლების პროექტებისთვის, ამიტომ ვცდილობთ მუდმივად განვაახლოთ და გავაფართოოთ ინვენტარი.

მიუხედავათ იმისა აპირებთ ღონისძიების ჩატარებას, პატარა პროექტს თუ ფართომაშტაბიან მშენებლობას, ჩვენი ტექნიკა და სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ თითოეულ ნაბიჯზე.