Brendon Powerwashers 50 KPE

* დღიური ღირებულება იჯარის ვადის მიხედვით

დღე შეთანხმებით
კვირა შეთანხმებით
თვე შეთანხმებით

დაგვიკავშირდით

წყლის წნევა
350 ბარი
საწვავის ტიპი
ბენზინი
წონა
175 კგ
სიგრძე
1170 მმ
სიგანე
950 მმ
სიმაღლე
1070 მმ

ტერმინები

  • მეიჯარე – იჯარის საგნის მფლობელი, გამქირავებელი.

  • მოიჯარე – იჯარის საგნის მომხმარებელი, დამქირავებელი.

  • მხარეები – მეიჯარე და მოიჯარე.

  • ხელშეკრულება – მხარეთა შორის იჯარის საგნის გამოყენების მიზნით შედგენილი წერილობითი შეთანხმება.

  • იჯარის საგანი – მოწყობილობები, აღჭურვილობები და სხვა ინვენტარი, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულებაში.


ხელშეკრულების საგანი

  • იჯარის ურთიერთობა იწყება მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებით.

  • ხელშეკრულების საგანი: მოწყობილობები, აღჭურვილობები და სხვა ინვენტარი.


ვადა და პირობები

  • იჯარა იწყება მოწყობილობის მიღების დღიდან და სრულდება მისი დაბრუნებით.

  • იჯარის დღე: პირველი დღე – გადაცემის დღე, ბოლო დღე – დაბრუნების დღე (10:00-ს მიღწევის შემთხვევაში წინა დღე ითვლება).

  • მაქსიმალური ვადა – 60 დღე, თუ ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის მითითებული.

  • ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს გადაუხდის საფასურის სამმაგს.


გადაცემა და დაბრუნება

  • მოიჯარე ვალდებულია შეამოწმოს მოწყობილობა მიღებისთანავე და დააფიქსიროს ნაკლოვანებები 2 დღის განმავლობაში.

  • მოწყობილობა უნდა დაბრუნდეს მიღებული მდგომარეობით, ბუნებრივი ცვეთის გარდა.

  • დაბრუნება დადასტურდება მხარეთა ხელმოწერით.

  • შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს მოთხოვოს კომპენსაცია.

  • 10 დღიანი ვადის შემდეგ დაუბრუნებელი მოწყობილობა ჩაითვლება დაკარგულად.

  • მეიჯარეს უფლება აქვს უარი თქვას უკან მიღებაზე, თუ მოწყობილობა დაზიანებულია.


იჯარის საფასური

  • განსაზღვრულია მოქმედი პრეისკურანტით, დ.ღ.გ. ჩათვლით.

  • საფასური მოიცავს მხოლოდ დროებით სარგებლობას, არ მოიცავს: მონტაჟს, ტრანსპორტირებას, შენახვას, დაყენებას, დემონტაჟს.

  • გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან საბანკო გზით.


მხარეების ვალდებულებები

მოიჯარე

  • გამოიყენოს მოწყობილობა წესების შესაბამისად.

  • დაიცვას უსაფრთხოების რეგულაციები და წერილობითი ინსტრუქციები.

  • დაუკავშირდეს მეიჯარეს პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

  • არ შეაკეთოს, არ შეცვალოს ან გადასცეს მესამე პირს მოწყობილობა მეიჯარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

  • უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხო შენახვა.

  • დაუბრუნოს მოწყობილობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მეიჯარე

  • გადასცეს მოწყობილობა შეთანხმებულ დროში და ადგილზე.

  • უზრუნველყოს მოწყობილობის გამართული მდგომარეობა.

  • იღებს პასუხისმგებლობას კითხვებზე, რომლებიც ეხება იჯარის წესებს, საფასურს და ტექნიკურ მდგომარეობას.


პასუხისმგებლობა

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია მხარის დარღვევით, სრულად იკისრება დარღვევის მომენტში.

  • მოიჯარე პასუხისმგებელია მოწყობილობის დაკარგვაზე, დაზიანებაზე (ნორმალური ცვეთით გამოწვეული დაზიანება გამოკლებით).

  • მეიჯარეს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მოწყობილობის შეცვლით ან შეკეთებით.


ხელშეკრულების შეწყვეტა

  • ვადის გასვლისთანავე მოწყობილობები უბრუნდება მეიჯარეს და ხელშეკრულება სრულდება.

  • მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტა ადრე, წერილობით შეტყობინებით 3 დღით ადრე, თუ მოიჯარე არღვევს ვალდებულებებს.

  • მოიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოწყობილობების დაბრუნების იმავე პირობებით.


დამატებითი პირობები

  • დამატებითი პირობები იხილება ხელშეკრულების დანართში.

  • მხარეებს უფლება აქვთ ცვლილებები შეიტანონ წერილობით.

  • დავის შემთხვევაში მოლაპარაკებით მოგვარდება, მოლაპარაკების გარეშე – სასამართლოს ან არბიტრაჟის გზით.

მსგავსი პროდუქცია

STARMIX ARDL-1625

STARMIX ARDL-1625

საწმენდი საშუალებები → მტვერსასრუტები
Brendon Powerwashers 30 KPE

Brendon Powerwashers 30 KPE

საწმენდი საშუალებები → წნევით რეცხვის დანადგარები
Brendon Powerwashers 20 KPE

Brendon Powerwashers 20 KPE

საწმენდი საშუალებები → წნევით რეცხვის დანადგარები